ნიკა ცქიტიშვილი: 40 წუთი, 16 ქულა, 13 მოხსნა და გამარჯვება

ნიკა ცქიტიშვილი: 40 წუთი, 16 ქულა, 13 მოხსნა და გამარჯვება

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა „ჩემპვილს“ პრინციპული მატჩი მოაგებინა. ქართველი ფორვარდის გუნდი ლიბანის ჩემპიონატში ერთ-ერთ კონკურენტ „მუტაჰედს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში რომ 98:94 დაამარცხა, დიდწილად ცქიტიშვილის დამსახურებაა.
 
ქართველი ფორვარდი იყო ერთადერთი, რომელმაც ორივე გუნდის სემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 16 ქულა შეადგილა. ამასთან ერთად ნიკამ 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. „ჩემპვილის“ შემადგენლობაში ბომბარდირი ამერიკელი რეიშონ ტერი გახდა.
 
15 ტურის შემდეგ „ჩემპვილს“ 11 მოგება აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.