ნიკა ცქიტიშვილი: მასპინძელი მატჩზე სამჯერ არ გამოცხადდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ჩემპვილი“ ლიბანის ჩემპიონაიტის ნახევარფინალშია. „ჩემპვილის“ ტექნიკური გამარჯვება „ამჩიტთან“ ოფიციალურად შევიდა ძალაში. არადა, მიზეზი ძალიან იშვიათი და ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია.
 
„ჩვენს მოედანზე გამართულ სერიის ორივე მატჩში სერიოზული ინციდენტები მოხდა. მატჩები ძალიან დაძაბული იყო და რამდენჯერმე ჩხუბიც კი ატყდა. „ამჩიტის“ კალათბურთელები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსაჯების მიმართ და მას შემდეგ, რაც სერიაში 1:2 ჩამორჩნენ, მომდევნო მატჩზე აღარ გამოცხადდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი „ამჩიტის“ მოედანზე იყო დანიშნული, მასპინძლები დარბაზში დათქმულ დროს არ მოვიდნენ. მატჩი ორჯერ გადაიდო, მაგრამ „ამჩიტის“ მოთამაშეები მაინც არ გამოჩდნენ. ამის შემდეგ ჩვენს გუნდს ტექნიკური გამარჯვება – 20:0 ჩაეწერა და ნახევარფინალში გავიდა“ – გვითხრა „ჩემპვილის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.
 
„ჩემპვილი“ ნახევარფინალში სავარაუდოდ „ალ რიადს“ შეხვდება, რომელიც რეგულარული ჩემპიონტის გამარჯვებულია და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 ამარცხებს მერვეადგილოსან „ბეჯეჰს“.