ნიკა ცქიტიშვილი რუსეთში ითამაშებს?!

არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი სათამაშოდ რუსეთში გადავიდეს. რუსული სუპერლიგის ერთ-ერთი მონაწილე “სპარტაკ პრიმორიე” სერიოზულადაა დაინეტერესებული ნიკას შეძენით და ქართველ ცენტრს ახლახან გუნდიდან დათხოვილი ცენტრის (!), ტომას ნაგისის მთავარ შემცვლელად მოიაზრებს. “სპარტაკ პრიმორიე” რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა, ცოტა ხნის წინ კი გუნდმა რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი, 34 წლისAანდრეი ფეტისოვი აიყვანა.