ნიკა ცქიტიშვილი თბილისშია და გუნდს ელის

ნიკა ცქიტიშვილმა ყველა საკონტრაქტო დეტალი მოაგვარა და ამჯერად თბილისშია, სადაც შეკრებაზე წასულ საქართველოს ნაკრების დაბრუნებას დაელოდება.ცქიტიშვილმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა “სიეტლ სუპერსონიქსთან” და ეცდება, რომ საუკეთესო ფორმაში შესვლით საქართველოს ნაკრების საბოლოო 12-კაციან შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.