ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა პესკარას ტურნირი დაასრულა

საქართველოს ნაკრების წევრის, ნიკა ცქიტიშვილის გუნდი “ტერამო” პესკარას ტურნირში ჩაება და ორი ტესტ-შეხვედრა გამართა.
პირველ შეხვედრაში ცქიტიშვილი და მისი თანაგუნდელები საბერძნეთის “არისს” შეხვდნენ და 82:78 მოიგეს. გორდონ ჰერბერტის გუნდის წინააღმდეგ მატჩში ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი გააკეთა (12 ქულა, 10 მოხსნა) და მატჩი ასევე 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
მეორე მატჩში ნიკას გუნდი კაუნასის “ჟალგირისს” შეხვდა. ნიკას მონაგარი ამჯერად 26 წუთში17 ქულა იყო. ქართველმა ფორვარდმა კარგად შეასრულა საშუალო სროლები და 14 მცდელობიდან 7 გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22, მონაწილეთა შორის საუკეთესო გახლდათ.
“ტერამო” 30 სექტემბრამდე დაისვენებს, ხოლო 30-ში კი იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში “ფორტიტუდოს” ბოლონიაში დაუპირისპირდება.