ნიკა ცქიტიშვილის მორიგი ბენეფისი

ნიკა ცქიტიშვილის მორიგი ბენეფისი

იტალიის ჩემპიონატის მორიგი, მეოთხე ტურის შეხვედრაში, კიდევ ერთი ფეერიული გამოსვლა ჰქონდა საქართველოს ნაკრების წევრს ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც “ტერამოს” 77:68 “ელდო ნაპოლი” დაამარცხებინა.
ცქიტიშვილის ანგარიშზე 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო და ქართველმა ფორვარდმა 34 წუთში 9 სროლიდან 7 ზუსტად შეასრულა.
4 ტურის შემდეგ “ტერამო” 3 მოგებითა და ერთადერთი მარცხით ლიდერთა შორის იმყოფება.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.