ნიკა ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი

ნიკა ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი

17 მატჩიდან 17 გამარჯვება – ასეთი შედეგი აქვს ცხრილში ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრანს“. ირანის ჩემპიონატს ამ გუნდის სახით ულაპარაკო ლიდერი ჰყავს. მაჰრამელებმა გასულ, მე–17 ტურში სტუმრად ცხრილის შუაწელში განთავსებული „აჰვაზი“ მისსავე მოედანზე 94:77 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა აქტივში მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა. 33 წუთში ცქიტიშვილმა 15 ქულა, 13 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა, ბურთიც ორჯერ დაკარგა. ნიკამ 5–დან 5 ორქულიანი და 8–დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ამ შედეგით ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„მაჰრამი“ მდევარ „ფულადს“ 4 ქულით უსწრებს, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.