ნიკა ცქიტიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ საზაფხულო ლიგაზე ითამაშეს

“სან ანტონიო სპურსმა” საზაფხულო ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა და მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ.მისი მონაგარი ამჯერად ასეთი იყო – 13 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 შეცდომა და ერთიც პერსონალური შენიშვნა. “სპურსმა” “გოლდენ სტეიტს” 90:80 მოუგო. დამარცხებულთა რიგებში ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა იტალიელმა მარკო ბელინელიმ, რომელმაც 15 ქულით ჩაამთავრა შეხვედრა.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მისი “დენვერ ნაგეტსი” “დალას მავერიქსთან” 83:87 დამარცხდა, ცქიტიშვილმა კი 17 წუთში სანიკიძის დარად, 6 ქულა და 5 მოხსნა შემატა გუნდს. ნიკას გვარის გასწვრივ ასევე 3 შეცდომა და 1 ფოლი იყო აღნიშნული.