ნიკა ცქიტიშვილმა “მაჰრამთან” ერთად აზიური ტიტული მოიგო

ნიკა ცქიტიშვილმა “მაჰრამთან” ერთად აზიური ტიტული მოიგო

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა პირველი აზიური ტიტული მოიგო. ქართველი კალათბურთელის “მაჰრამმა” დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის (WABL) ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში ლიბანური ”ალ რიადი” 96:86 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ, თეირანის “აზადი არენაზე” გამართულ შეხვედრაში კი, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 19:4 მოიგეს და მიუხედავად სტუმართა დიდი მცდელობისა, ბეირუთულმა კლუბმა დარჩენილ დროში ანგარიშში ჩამორჩენის შემცირების გარდა ვეღარაფერი მოახერხა.

ცქიტიშვილი (უკანა პლანზე) ჩემპიონობას
თეირანელებთან ერთად ზეიმობს
ქართველი ფორვარდი ტრადიციულად ირანელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 37,21 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო (28 ქულა) ირანელი ბაჰრამი გახდა, სტუმრებს კი 24-24 ქულით აბდელნურიმა და ამერიკელმა დევერიკ სპენსერმა ულიდერეს.
„მაჰრამი“ ახლა შიდაჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მეოთხედფინალური სერიები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის გუნმა რეგულარული ჩემპიონატი 22 მოგებითა, წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონობის მოგების უმთავრესი კანდიდატია. თეირანელები მეოთხედფინალურ სერიაში „გორგანს“ 1:0 უგებენ.