ნიკა ცქიტიშვილმა საზაფხულო ლიგაზე 14 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა

ამერიკაში გრძელდება საზაფხულო ლიგების კემპების მატჩები. ერთ-ერთ შეხვედრაში “დენვერ ნაგეტსი”, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი თამაშობს, “კლიპერსს” დაუპირისპირდა და მეტოქე 108:104 დაამარცხა.ცქიტიშვილმა მოედანზე 24 წუთს დაჰყო და ამ დროში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ასევე 4 ფოლი და ამდენივე შეცდომა იყო. ნიკამ 5 სამქულიანიდან 1 გამოიყენა, სულ კი თამაშიდან 12-ჯერ სცადა ბედი და 7 ტყორცნა არაზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ “კლიპერსის” შემადგენლობაში 6 წუთში 3 ქულა ვეტერანმა დანიელ სანტიაგომ დააგროვა. ამ მოთამაშეს შარშანდელი სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა. სანტიაგო ესპანური “უნიკახას” ღირსებას იცავს და პუერტო რიკოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიცაა.