ნიკა ცქიტიშვილს კახა სან ფერნანდო კონტრაქტს სთავაზობს

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი შესაძლოა იმ გუნდში დარჩეს, სადაც შარშანდელი სეზონი გაატარა. ნიკას ესპანური “კახა სან ფერნანდო” ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა ესპანელების თქმით, ცქიტიშვლს პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია.შეგახსენებთ, რომ ნიკა ამჯერად ამერიკაშია და საზაფხულო კემპების დასრულების მერე ახალი გუნდის ძიებაშია.