ნიკეამ ზაზა დაამარცხა

ნიკეამ ზაზა დაამარცხა

 თბილისის სპორტის სასახლემ 16-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი ტურის მატჩს უმასპინძლა. ,,ზაზასა“ და ,,ნიკეას“ დაპირისპირება ,,ნიკეას“ გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მეტოქე 65:57  დაამარცხა. 

შეხვედრა ნიკას უპირატესობით წარიმართა, ზაზა კი მხოლოდ მეოთხე დასკვნით პერიოდში გააქტიურდა,
რაც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ნიკეას გუნდს 19 ქულით თორნიკე გაგუამ ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. მამუკა ნიკოლეიშვილმა 13 ქულა
და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო ალექსანდრე კატუკიას ანგარიშზეა 10 ქულა და 13 მოხსნაა. 

  რაც შეეხება,,ზაზას“, მის შემადგენლობაში 23 ქულით იური ხალათიანი გამოირჩა, ხოლო 11
ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი თორნიკე რაზმაძე გახდა.