ნიკოლოზ ცქიტიშვილის გრანადული 13 ქულა

ესპანურ პრიმერადივიზიონში საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს – თუმცა ერთ–ერთმა მათგანმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი დაჰყო და მათი დუელიც შესაბამისად, ვერ გამოვიდა. თორნიკე შენგელიას „პამესა“ ტაირონ ელისის „კახასოლს“ მასპინძლობდა და  შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით – 98:89 დამთავრდა.
შენგელიას ბოლო ორი მატჩისგან განსხვავებით ხუთეულში არ უთამაშია. ის მოედანზე 4 წუთზე ოდნავ მეტი დროით გამოჩნდა და ცხადია, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
ტაირონ ელისი კი „კახასოლის“ ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა გაახერხა. ამ გამარჯვებით ელისის გუნდმა თავი დააღწია გასავარდნთა ზონას.
კიდევ ერთმა ჩვენიანმა ითამაშა პრიმერა დივიზიონის ამ 27–ე ტურში და სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა „ფუენლაბრადას“ ხუთეულში ითამაშა და ამ გუნდს „გრანადას“ დამარცხებაში (90:74) დაეხმარა. ნიკამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მან ჩააგდო 2–დან ორივე ორქულიანი, ხოლო პერიმეტრის მიღმიდან განხორციელებული 6 ტყორცნიდან სამი მოათავსა გრანადელთა კალათში.
„ფუენლაბრადა“ ცხრილის შუაშია და მას არც გავარდნა ემუქრება და საპრიზო ადგილებისთვისაც ვერ იბრძოლებს.
 

ნიკა ცქიტიშვილი გრანადელების
ფარში ბურთს ტენის