ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდი შინ დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მისი “ტერამო” საკუთარ მოედანზე დაძაბულ მატჩში ბოლონიის “უპიმთან” 91:92 დამარცხდნენ. ეს არ ყოფილა ცქიტიშვილის საუკეთესო შეხვედრა. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. ცქიტიშვილის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა იყო. ნიკამ თამაშიდან 5/1 სროლა გამოიყენა და ორივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა.ორივე გუნდში 31 ქულით ყველაზე შედეგიანი “ტერამოს” ლიდერი კლეი ტაკერი გახდა.

ტერამო: 18 მატჩი, 8:10, XIII ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშილი: 18 მატჩი (18 სასტარტოში), 11.1 ქულა, 4.8 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.