ნუგზარ ჭეიშვილს 70 წელი შეუსრულდა

ნუგზარ ჭეიშვილს 70 წელი შეუსრულდა
ნუგზარ ჭეიშვილი იუბილარია. საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს 70 წელი შეუსრულდა. ბატონი ნუგზარი გახლდათ თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების წევრი. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ნუგზარ ჭეიშვილმა მწვრთნელობა დაიწყო და ზურგს საკმაოდ წარმატებული კარიერა უმაგრებს. მისი ხელმძღვანელობით თსუ-ს ქალთა გუნდი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ნუგზარ ჭეიშვილის დიდი დამსახურებაა “სტუ-ჯეოსელის” წარმატება, რომელიც 2005 წელს საქართველოს თასის მფლობელი და სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.
 
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ნუგზარს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს კარიერასა და პირად ცხოვრებაში.