“ოლ სტარის” შემადგენლობა ცნობილია

“ოლ სტარის” შემადგენლობა ცნობილია

დღეს თბილისის სპორტის
სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის“ შედეგები
გაცხადდა.  

,,ოლ სტარის“ გამოკითხვები,
რომელიც სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.superleague.ge 6 აპრილიდან მიმდინარეობდა, გუშინ 18:00 საათზე დასრულდა, სადაც მონაწილეობა სულ 9648 მომხმარებელმა მიიღო.

გამოკითხვის შედეგად
შეირჩა ,,ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები.  ,,ადგილობრივთა“ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში
გიორგი ცინცაძე (3910 ხმა), გიორგი გამყრელიძე (3122 ხმა), დუდა სანაძე (2633 ხმა),
გიორგი ბარბაქაძე (2425 ხმა) და რიჩარდ მათიაშვილი (3247 ხმა) მოხვდნენ, ხოლო ლეგიონერთა
გუნდში – ბენჟამენ ვუდსაიდი (3761 ხმა), ლარი ბლერი (3255 ხმა), უილიამ ტომასი
(2872 ხმა), ჯერემი რიჩარდსონი (2576 ხმა) და იოაკიმ შელბომი (2333 ხმა).

დარჩენილ 7–7 მოთამაშე
კი   ,,ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე
გუნდების მწვრთნელებმა დღეს  თბილისის სპორტის
სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელეს.  

პრესკონფერენციას
ესწრებოდნენ სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე, ,,ადგილობრივთა“
და ,,ლეგიონერთა“ გუნდების მწვრთნელები კოტე ტუღუში და გიორგოს კეცელიდისი და რეჟისორი
ლაშა ონიანი , რომელიც არაერთი მაშტაბური ღონისძიების ავტორია (ანდეა ბოჩელისა და ხოსე
კარერას გალა კონცერტები ბათუმში, ევროვიზიის ფინალური შოუ ოსლოში, ჩემპიონთა ლიგის
ფინალი პარიზსა და გელზერკინხენში და ა.შ).

,,ყველა ვარსკვლავის
მატჩთან“ ერთად ჩატარდება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ჩატენვებში, სადაც მონაწილეობას შემდეგი მოთამაშეები მიიღებენ: 

 გიორგი ზაბახიძე: წლევანდელი ,,ოლ სტარი“ განსხვავებული იქნება, ვინაიდან
ერთმანეთს ,,ადგილობრივთა“ და ,,ლეგიონერთა“ გუნდი შეხვდებიან.  ყველაზე საინტრესო კი ის არის, რომ ამ ღონისძიების
დამდგმელი და რეჟისორი ლაშა ონიანი იქნება. გაიმართება სამქულიანებისა და ჩატენვების
კონკურსი და იმედი მაქვს მონაწილე გუნდების მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის,
რომ ლამაზი სანახაობა აჩვენონ მაყურებელს. რაც მთავარია, სულ შემოვიდა 10000-მდე ხმა,
რაც გულშემატკივრის დიდ აქტივობასა და ინტერესზე მეტყველებს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია”,,დინამოს” ისტორიული გუნდის 50 წლის იუბილეს ემთხვევა და  ამიტომ
სპორტის სასახლის მოედანზე ორ დიდ ეკრანს დავამონტაჟებთ და გულშემატკივარს ლეგენდარულ  კალათბურთელებს გავახსენებთ. მატჩზე დასწრება უფასო იქნება
და ყველა მსურველს შეეძლება მობრძანება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროსა
და თბილისის მერიას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის. 

ლაშა ონიანი: საქართველოში კალათბურთი წინ მიდის და დღითიდღე ვითარდება.
მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებაში მეც ვიღებ მონაწილეობას. წლევანდელი
,,ყველა ვარსკვლავის“ მატჩი შოუს სხვადასხვა ელემენტებით იქნება გაფორმებული, სადაც
მონაწილეობას  ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი
სოფო ხალვაში თავის ბენდთან ერთად მიიღებს მიიღებს და მათი ნომერი სამეჯლისო ცეკვების
ფონზე შესრულდება. ,,ოლ სტარის“ შოუს აგრეთვე გააფორმებს  საოპერო მომღერალთა გუნდი და საქართველოს ტანმოვარჯიშეთა
ნაკრები. ასე რომ 29 აპრილს 13:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელს ძალიან
ლამაზი და უპრეცედენტო სანახაობა ელის.  

კოტე ტუღუში: მოხარული ვარ, რომ მწვრთნელი ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში
გული მწყდება რომ ასეთ ღირშესანიშნავ შოუში, რომელიც საქართველოში ჯერ არ დამდგარა
როგორც მოთამაშე ვერ ვიღებ მონაწილეობას. წელს ბევრად განსხვავებული და ძალიან ძლიერი
ჩემპონატია და აქედან გამომდინარე იმედი მაქვს რომ ,,ყველა-ვარსკვლავის მატჩი“ წინა
წლებისგან განსხვავევით უკეთესი და ბევრად სანახაობრივი იქნება. მაყურებელი დიდ სიამოვნებას
მიიღებს ლაშა ონიანის მიერ დადგმული ღონისძიებით და ცხელი პლეიოფების წინ  საინტერესო შოუს იხილავს. რაც შეეხება მოთამაშეების
არჩევას, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვინაიდან ბევრი ახალგაზრდა თუ გამოცდილი
კალათბურთელი იმსახურებს ასეთ შოუში მონაწილეობას, მაგრამ საბოლოოდ მე და გუნდის მეორე
მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა აქცენტი  ამ 7 მოთამაშეზე
გავაკეთეთ და შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს მივეცით.

 გიორგოს
კეცელიდისი: ჩემს სამწვრთნელო კარიერაში

პირველად ვიღებ მონაწილეობას
 ,,ყველა ვარსკვლავის მატჩში“  და მოხარული ვარ რომ  მეძლევა
საშუალება  გახსნილი, თავისუფალი თამაში ვითამაშო.
არ დამჭირდება იმ კომბინაციების გამოყენება, რასაც ჩვეულებრივ მატჩზე ვიყენებ ხოლმე.
აგრეთვე მოხარული ვარ,რომ ენტონი მუდს მივცემ შესაძლებლობას ისეთი თამაშისა, რომელიც
დარწმუნებული ვარ მაყურებელს დიდად ასიამოვნებს. მსურს ამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე მწვრთნელებს მადლობა
გადავუხადო მოწვევისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია და  ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ  თამაში სანახაობრივი გამოვიდეს და ქართველი მაყურებელი
კმაყოფილი დარჩეს.  ჩემი გუნდისთვის მეორე მწვრთნელად
ვირჩევ სტუ-ს თავკაცს  ზურაბ ტომარაძეს, რომელსაც
დიდი პატივს ვცემ. ჩემს მოწინააღმდეგე გუნდს ახალგაზრდა მწვრთნელები ჰყავს და ამიტომ
გადავწყვიტე ლეგიონერების გუნდს უფრო ასაკოვანი მწვრთნელები ჩავდგომოდით სათავეში.

შეგახსენებთ, რომ ,,ყველა ვარსკვლავის
მატჩი-აქცია“, რომელიც წელს  შოუს სხვადასხვა
ელემენტებით იქნება გაფორმებული, 29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში 13:00 საათზე
გაიმართება. ,,ოლ სტარზე” დასწრება უფასო იქნება.