ოლ სტარის შემადგენლობაში ცვლილებაა

ოლ სტარის შემადგენლობაში ცვლილებაა

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილეთა შორის
ბოლო დღეს ცვლილება მოხდა. დანაკლისი განიცადა როგორც ლეგიონერთა, ასევე ადგილობრივთა
გუნდმა.

 დღევანდელ მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს „ოლიმპის“ ესტონელი გამთამაშებელი
სტენ სოკი, ხოლო ადგილობრივებს არმიელი ირაკლი საყვარელიძე დააკლდება.

 სტენ სოკს 19 არილის ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ შეიქნა,
ხოლო საყვარელიძემ კოჭი იტკინა და სუპერლიგის რჩეულ მოთამაშეებს ქუთაისში ვერ წაჰყვა.
საყვარელიძის ნაცვლად ადგილობრივთა გუნდში ბათუმის უკანახაზელი ნიკა რამიშვილი ითამაშებს.

 სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს „არმიის“ ტრავმირებული
უკანახაზელი ბესო ლეჟავა და ზემოთხსენებული ირაკლი საყვარელიძე. შესაბამისად, აღნიშნულ
კონკურსში მონაწილეთა სია ხუთამდე შემცირდა: კოკა ტომარაძე (ოლიმპი ), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი), ლაშა კეშელავა (ბათუმი) და ჩად პრევიტი (შსს
აკადემია)

 შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი-აქცია დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში, 15 საათზე დაიწყება.