ოლ სტარში ტრავმირებული სანიკიძე მწყობრშია

ოლ სტარში ტრავმირებული სანიკიძე მწყობრშია

როგორც გაირკვა, იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავთა მატჩში დაშავებული ვიქტორ სანიკიძის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და ქართველი ფორვარდი მომდევნო ტურშივე შესძლებს მოედანზე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძე სერია A-ს ოლ სტარში ბოლო მომენტში ჩასვეს. მან ტრავმირებული მოთამაშის ადგილი დაიკავა, თუმცა ყველა ვარსკვლავის მატჩის დებიუტშივე თავად დაშავდა და ვერც ჩატენვების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სანიკიძემ ოლ სტარში 2 ქულა ჩააგდო, მეტოქეს დააფარა და მოედნზე დაშვებისას ფეხი იტკინა.
ქართველ ფორვარდს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ მისი ფეხი სრულიად ჯანსაღია და მისი სრულად დატვირთვაც შეიძლება. სანიკიძის “კანადიან სოლარს” მომდევნო მატჩი 20 მარტს “ვარეზესთან” ელის.