,,ოლიმპი’’ – ,,შსს აკადემიის’’ წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება ფინალური სერიის მეორე შეხვედრა. 

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თამაშის დაწყებამდე კომენატრები გააკეთეს. 
წინასამატჩო პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი(ოლიმპი): როგორც გუშინ
აღვნიშნე, პირველ შეხვედრაში აკადემიამ ყველა კომპონენტში გვაჯობა. გავაანალიზეთ გუშინდელი
შეცდომები და იმედია, დღეს უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. დანარჩენს შეხვედრა გვიჩვენებს.

გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): შეიძლება ერთი
შეხედვით არ ჩანდეს, თუმცა მწვრთნელობა ურთულესი სამუშაოა როგორი ძლიერი შემადგენლობაც
არ უნდა გყავდეს. ორივე გუნდის აქამდე მოსვლაში მწვრთნელებს დიდი წვლილი მიუძღვით.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან მოხარულები ვართ ფინალში მოხვედრით და გუშინდელი
გამარჯვებით. რაც შეეხება ლეგიონრების თამაშს, კარგად იასპარეზეს, თუმცა ეს მათი საუკეთესო
შედეგი არაა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ძალიან რთული მეოთხედფინალური და ნახევარფინალური
ეტაპები გამოვიარეთ.