“ოლიმპიამ” დამაჯერებლად იმარჯვა და ბოლო ტურში ლიდერთან საბრძოლველად ემზადება

“ოლიმპიამ” დამაჯერებლად იმარჯვა და ბოლო ტურში ლიდერთან საბრძოლველად ემზადება

სლოვენიის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ „ჰოპსი“ 85:62 გაანადგურა და მეორე ადგილს ინარჩუნებს. ბოლო ტურში ოლიმპიელები ლიდერ „კრკას“ ხვდებიან, თუმცა რომც მოიგონ, პირველ ადგილზე ვეღარ გადავლენ. გამარჯვება ლიუბლიანელებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად დასჭირდებათ, რადგან „ჰელიოსსაც“ „ოლიმპიას“ დარად 9 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს.
 
„ჰოპსისთან“ მატჩში საქართველოს ნაკრების წევრები ხუთეულში არ გამოჩენილან. შერმადინმა თავი გამოიჩინა: 16 წუთში გიორგიმ 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტით თავის გუნდში მხოლოდ ვლადო ილიევსკის ჩამორჩა. შერმადინმა 3–დან 3 ორქულიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
 
ვლადიმერ ბოისა მოედანზე 13 ქუთით გავიდა და სროლათა ასპრცენტიანი მაჩვენებლით გამოირჩა. ბოისამ 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ანალოგიური შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც. შედეგად, მან 6 ქულა დააგროვა, რასაც 2 მოხსნაც წაამატა.
 
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური 20 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც ცხრილში საუკეთესო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.