“ოლიმპიამ” სლოვენიაში კონკურენტი დაამარცხა

“ოლიმპიამ” სლოვენიაში კონკურენტი დაამარცხა

ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ სლოვენიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდს ისეთი დროება დაუდგა, რომ რეგულარული ჩემპიონატის მოგებისთვის კი არა, მეორე ადგილისთვის იბრძვის. სწორედ ამ ადგილის მოცილე „ზლატოროგს“ შეხვდა დღეს „ოლიმპია“ და მეტოქე სტუმრად დამაჯერებელი სხვაობით – 70:55 დაამარცხა.
 
ამ ბოლო ხანებში საქართველოს ნაკრების წევრებს სათამაშო დრო გვარიანად შეუმცირდათ. შერმადინი და ბოისა ამჯერადაც მცირე ხნით გამოჩდნენ მოედანზე. ხუთეულში არც ერთი მათგანი არ იყო – ბოისამ 8,25 წუთი ითამაშა, ხოლო შერმადინმა მოედანზე 11,30 წუთი გაატარა.
 

გიორგი შერმადინი
 
შერმადინმა 4–დან 3 ორქულიანი და 3–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად მას 2 მოხსნა და 1 დაფარებაც მოუგროვდა. რაც შეეხება ბოისას, ვოვამ 2–დან 2 ორქულიანი მიითვალა, 2 საჯარიმო კი ააცილა.
 
„ოლიმპიას“ 12 თამაშიდან 8 მოგება აქვს. იგივე შედეგი გააჩნია „ჰელიოსსაც“ და ეს გუნდები I-II ადგილებს იყოფენ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ლიუბლიანელები ლიდერ „კრკას“ ვეღარ დაეწევიამ. მათი მიზანი ახლა „ჰელიოსის“ ჯობნაა, რათა, პლეი ოფში, ფინალამდე, ყველა გუნდთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს.