“ოლიმპიას” სლოვენიაში წაგებები დასჩემდა

“ოლიმპიას” სლოვენიაში წაგებები დასჩემდა

გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ სლოვენიის ჩემპიონატის ერთ–ერთ აუტსაიდერ „მარიბორთან“ წააგო. ლიუბლიანელებს შიდაასპარეზზე აქამდე მხოლოდ 1 კონკურენტი ჰყავდათ „კრკას“ სახით, ახლა კი მას სხვა გუნდებიც ექიშპებიან. „მარიბორს“ მიმდინარე ჩემპიონატში 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა, გუშინ კი ამ გუნდმა მცირე სენსაცია მოახდინა: „ოლიმპია“ 80:72 დაამარცხა.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ამ შეხვედრაში თანაბარი დროით ითამაშეს: ბოისა ხუთეულში იყო და მოედანზე 11:22 წუთი დაჰყო, ხოლო სათადარიგო შერმადინმა 11:29 წუთი ითამაშა. ბოისამ 5 ოქრულიანიდან 1 ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. შერმადინმა კი ყველა სროლა ჩააგდო: 2–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო. გიორგიმ შეხვედრა 6 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.
 
„ოლიმპიას“ 6 მოგება და 4 წაგება აქვს და „ზლატოროგთან“ ერთად 3–4 ადგილებს იყოფს. პირველ ადგილზე 10 მოგების მქონე „კრკაა“, ხოლო მეორეზე „ჰელიოსი“.