ოლიმპის მორიგი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 დღეს თბილისის სპორტის სასახლე მესამე ტურის დარჩენილ
თამაშებს მასპინძლობს. პირველ მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპი“ და ,,ბათუმი ‘’ დაუპირისპირდნენ. 

შარშანდელი ვერცხლის მედალოსანი დასაწყისშივე ფავორიტად მოიაზრებოდა, რამაც გაამართლა
კიდეც. პირველი მეოთხედის შედეგში სხვაობა არც თუ ისე დიდი
იყო- 26:21, თუმცა მეორე პერიოდში სპორტის სამინისტროს გუნდმა უპირატესობა გაზარდა
და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.თამაშის მეორე ნახევარში სცენარი
არ შეცვლილა, მიუხედავად ბათუმელთა მონდომებისა, მათ, მატჩის ბედი ვერ შემოატრიალეს.
,,ზღვისპირელთა“ დაცვის ხარვეზები კარგად გამოიყენეს ,,ოლიმპის“ კალათბურთელებმა და
საბოლოოდ 94:63 დაამარცხეს მეტოქე.

  რაც შეეხება
კალათბურთელთა მონაგარს: გამარჯვებული გუნდიდან ორმაგი დუბლის ავტორი გახდა სტივენ
მილოშევიჩი 10 ქულითა და 16 მოხსნით. ნოდარ თენეიშვილმა კი 18 ქულა ჩაიწერა აქტივში.
,,ბათუმელთა“ მხრიდან ყველაზე მეტი 27 ქულა გიორგი ნანიტაშვილმა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): მიუხედავად გამარჯვებისა,
ჩვენმა გუნდმა მაინც ბევრი შეცდომა დაუშვა. ბიჭებს შეთამაშება ჯერ კიდევ აკლიათ და
ვფიქრობ მომდევნო მატჩებში სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): მივულოცავ ,,ოლიმპს“ გამარჯვებას
და წარმატებებს ვუსურვებ.სამწუხაროდ, ჩვენმა ბიჭებმა დღეს ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინეს,
რაც შედეგზეც აისახა. ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრებში ჩვენი გუნდი თავს არ დაზოგავს
და ბევრად უკეთესად ვიასპარეზებთ.

სტივენ მილოშევიჩი (ოლიმპი):ახალ სეზონში ,ჩვენმა გუნდმა,
დღეს ყველაზე კარგი თამაში აჩვენა. თავი გამოვიჩინეთ, როგორც დაცვაში, ასევე  შეტევაში.ეს ყველაფერი კარგად აისახა მატჩის ანგარიშზე.

 ნოდარ სიგუა
(ბათუმი):  უამრავი შეცდომა დავუშვით და დიდი
სხვაობით დავმარცხდით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა, რათა უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი.,,ოლიმპის“
გუნდს კონკურენტად არ მივიჩნევთ, ჩვენი უშუალო მეტოქეები ,,სოხუმი“, თსუ, სტუ და ,,სამედიცინო“
არიან.