ოლიმპიურ სასახლეში სტუდენტური ლიგის კენჭისყრა გაიმართა!

ოლიმპიურ სასახლეში სტუდენტური ლიგის კენჭისყრა გაიმართა!

2022-2023 წლების სეზონის საუნივერსიტეტო ლიგა იწყება.  სტუდენტური ლიგა გახლავთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტია, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტურ გუნდებს პროფესიონალური კალათბურთისკენ უხსნის გზას.

სტუდენტური ლიგა, 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და  ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

წლევანდელ ჩემპიონატში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელსაც  საუნივერსიტეტო ფედერაციის პრეზიდენტი ნინო გიგინეიშვილი და კალათბურთის ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ზაბახიძე უძღვებოდნენ.

გამომდინარე იქიდან რომ 2022-2023 წლების სეზონში მონაწილე 8 გუნდიდან ჯერჯერობით დადასტურებულად რეგიონს მხოლოდ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი წარმოადგენს, გეოგრაფიული ბალანსის დაცვის მიზნის იგი წინასწარვე განითესა A ჯგუფში. რაც შეეხება მეორე წინასწარ განთესილ გუნდს, მისი ვინაობა საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და თსსუ-ს გუნდები დაუპირისპირედებიან. გამომდინარე იქიდან რომ ჩემპიონატში მეორე ქუთაისური გუნდის დამატების ალბათობაა, რეგიონის გუნდების ერთ ჯგუფში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით ტურნირის ორგანიზატორებმა მე-8 მონაწილე წინასწარ მე-2 კალათაში განთესეს.

საბოლოოდ კი ერთმანეთს A ჯფუფში: აწსუ, ტსუ, თსუ,გთუნი ხოლო B ჯგუფში თსსუ/ქუთაისი, აგრარული, სპორტუნი და სეუ დაუპირისპირდებიან. ჯგუფური შეხვედრები 2 წრედ გაიმართება და სტარტს მაისში აიღებს.  

შეგახსენებთ, რომ  სტუდენტური ლიგის  გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!