ოლიმპმა დინამოს დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა ოლიმპსა და ,,დინამოს” შორის, სადაც ოლიმპელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 70:64 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

  მატჩის საწყის წუთები ,,ოლიმპის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა პერიოდის მიწურულს დინამოელებიც ამოქმედდნენ და მეოთხედი 18:20 დათმეს. მეორე პერიოდი ოლიმპმა დამაჯერებლად  და ტაიმში 10 ქულის სხვაობით 42:32 იმარჯვა. მესამე მეოთხედში  ,,დინამომ” შეძლო მობილიზება მეოთხედის ბოლოს სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანეს – 49:54. მიუხედავად ამისა, დასკვნითი მეოთხედის შუაწელში ოლიმპის გუნდმა შეძლო თამაშზე კონცენტრაცია და თავის სასარგებლოდ 60:53 დააფიქსირა. დარჩენილიდროში დინამომ მაინც მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირება და მატჩის მიწურულს, 17:12 წამით  ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა – 64:67. გიორგი ცინცაძის ზუსტი საჯარიმოების წყალობით ,,ოლიმპი წინ “69:64 გავიდა, ხოლო  2:4 წამით შეხვედრას წერტილი მიხეილ ბერიშვილის საჯარომო ტყორცნამ დაუსვა -70:64.
გამარჯვებულებს 19 ქულით ზემოთ ხსენებულმა გიორგი ცინცაძემ ულიდერა, ხოლო 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ივო ჰოგერმა შეასრულა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა მიხეილ ბერიშვილს, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 11 მოხსნაა.
დინამოს შემადგენლობაში ორმაგი დულით, 28 ქულითა და 20 მოხსნით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო მილან იულიჩს ორმაგ დუბლამდე ერადერთი მოხსნა დააკლდა – 21 ქულა და 9 მოხსნა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დინამოსა და ოლიმპის გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): სამწუხაროდ ამ სეზონზე ერთ-ერთი ცუდი მატჩი ჩავატარეთ, რაც გუნდის უვარჯიშებლობითა გამოწვეული. მინდა აღვნიშნო, რომ ივო ილიცაჰოგერი და მილუტინოვიჩი მოწამლულები არიან და 4 დღეა  რაც არ უვარჯიშიათ, ხოლო გიორგი გამყრელიძეს  წელის ტრავმა აწუხებს. ამ ყველაფერს  ტოდორივიჩის ტრავმაც დაერთო ზედ, რომელსაც ერთ-ერთ ვარჯიშზე წელი დაუზიანდა. აქედან გამომდინარე, დღეს ველოდებით ასეთ თამაშს და ვიტყოდი რომ ბოლოში გაგვიმართლა,  რადგანაც  ,,დინამომ” საკმაოდ ბევრი ბურთი ააცილია. მომდევნო მატჩისთვის იმედია მწყობრში ჩავდგებით და უკეთესად ვიასაპრეზებთ. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენი გუნდი სათანადო ფორმაში არ არის.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): ,,ოლიმპის” მსგავსად ჩვენს გუნდსაც ანალოგიური სიტუაცია აქვს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში 6-7 მოთამშით ვატარებთ ვარჯიშს… რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვფიქრობ, ოლიმპი არა მხოლოდ ჩვენს წყვილში,არამედ  მთლაანად პლეიოფში ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული გუნდია. გმირობის ტოლფასია ალექსანდრე გრუევის საქციელი, რომელმაც  გამაყუჩებლის ფონზე ითამაშა. იმედია, გადავლახავთ ყველა ბარიერს და შემდეგ მატჩში უფრო დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ მეტოქეს.
ილიცა მილუტინოვიჩი: ძალიან რთული თამაში გამოდგა. ჩვენი გუნდის მოთამაშეების ავადმყოფობის გამო ბევრი ვარჯიში გაგვიცდა. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძალების მოკრება და გავიმარჯვეთ. მომავალი მატჩებისთვის მწყობრში ჩავდგებით და ბევრად უკეთესად ვიასპარეზებთ. დიდი მადლობა დინამოს გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის, ისინი ღირსეული მოწინააღმდეგები არიან.
მილან იულიჩი:  ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვეცადეთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაგვეკეთბინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ  შევძელით. საშინელი შედეგი გვაქვს შორეულ ტყორცნებში, მაგრამ მომავალ შეხვედრამდე  2 დღეა დარჩენილი და ვფიქრობ შანსი გვაქვს უკეთესად მოვემზადოთ და მაღალი შედეგი ვაჩვენოთ.