ოლიმპს ფინალში შსს აკადემია შეუერთდა

ოლიმპს ფინალში შსს აკადემია შეუერთდა

სუპერლიგის ორივე ფინალისტი ცნობილია. სეზონის მთავარი ტიტულისთვის ერთმანეთს „ოლიმპი“ და „შსს-აკადემია“ შეხვდებიან. 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება – არც ერთ ამ გუნდს აქამდე ქვეყნის უმთავრესი საკალათბურთო ტიტული არ მოუგიათ.

აღსანიშნავია, რომ „შსს-აკადემიას“ ფინალში გასვლა საკმაოდ გაუჭირდა. ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს
და
გუშინ
თითქმის
უიმედო
წაგების
შემდეგ
დღეს
გამარჯვების
საკმაოდ
რეალური
შანსი
ჰქონდათ,
თუმცა
აკადემიელებმა
მობილიზებით
ჩაატარეს
ნახევარფინალის
მე-4
მატჩი,
65:61 გაიმარჯვეს
და
სერია
3:1 მოიგეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის
ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. მანამდე კი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა,
მცირე უპირატესობას ჯერ ქუთაისელები ფლობდნენ, შემდეგ – შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდის წევრები, მესამე პერიოდში კი მასპინძლებმა ისევ იძალეს და გადამწყვეტი მეოთხედის
წინ 5 ქულით – 47:42 დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედში სტუმრებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს.
დეონტა ვონის წინამძღოლობით აკადემიელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია,
რომ ვონმა იმ 13 ქულიდან, რომელიც ამ მატჩში მოიპოვა, 11 ბოლო პერიოდზე მოდის. ამერიკელი
უკანახაზელის აქტიურობას მასპინძლებმა ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს და საბოლოოდ
61:65 დამარცხდნენ.

გამარჯვებულთაგან 13–13 ქულა სამმა კალათბურთელმა მოაგროვა
– ხსენებულმა დეონტა ვონმა, კირკ არჩიბექმა და მერაბ ბოქოლიშვილმა. 12 ქულა ჰქონდა ბენჟამინ
რეიმონდს. მასპინძლებს 24 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილის
ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

ფინალური სერიის მატჩები 20, 21 და 23 მაისს გაიმართება.
საჭიროების შემთხვევაში მატჩები 24 და 26 მაისს ჩატარდება. ყველა შეხვედრას თბილისის
სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ეს თამაშები გადაწყვეტენ, საქართველოს ჩემპიონატის
2012–13 წლის სეზონის ჩემპიონი „შსს–აკადემია“ იქნება თუ „ოლიმპი“.

ქუთაისი – შსს აკადემია 61:65