„ორლანდო მეჯიქს“ „ატლანტა ჰოუქსის“ რა ბოღმაც ჰქონდა, სერიის მეხუთე მატჩში ამოიღო. აქამდელ შეხვედრებში ანგარიშში სხვაობა 10 ქულაზე მეტი არ ყოფილა, დღეს გამთენიისას გამართულ მატჩშ კი ფლორიდულმა გუნდმა 101:76 დაამარცხა „ატლანტა“ და სერიაშიჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 2:3.
მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში მოათავეს საქმე. დიდი შესვენებისთვის „ორლანდო“ უკვე 23 ქულით იგებდა და დარჩენილ დროში ატლანტელებს არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ. ამ შეხვედრაში ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც და ჯეისონ რიჩარდსონმაც, რომლებმაც სერიის მე–3 შეხვედრაში ჩხუბის გამო მომდევნო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
რიჩარდსონი სასტარტო იყო და თავის გუნდში ყველაზე მეტი – 17 ქულაც ჩააგდო. რაც შეეხება ფაჩულიას, იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 2–დან 1 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა ატლანტელთათვის. მომდევნო მატჩი მათ ქალაქშია და ყველაზე რეალური შანსი აქვთ, გამარჯვების მოპოვებით აღმოსავლეთის ერთ–ერთ მძლავრ გუნდს საპლეიოფო სერიაც მოუგონ. მომდევნო შეხვედრა „ფილიპს არენაზე“ ჩვენი დროით 29 აპრილს, გამთენიისას გაიმართება.