ორლანდომ უიღბლო სერია საკრამენტოსთან შეწყვიტა | ბითაძის 14 ქულა და 7 მოხსნა

ორლანდომ უიღბლო სერია საკრამენტოსთან შეწყვიტა | ბითაძის 14 ქულა და 7 მოხსნა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია სტუმრად „საკრამენტო კინგსთან“ შეწყვიტა. ფლორიდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 42:23 მოიგეს. საბოლოოდ კი 130 ქულამდე ავიდნენ. „კინგსმა“ 111 ჩააგდო.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ის მონაკვეთი ითამაშა, რომელშიც მატჩის ბედი წყდებოდა. მესამე პერიოდის მეორე ნახევარსა და მეოთხე რაუნდში არ უთამაშია.

საბოლოოდ მაინც ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 23 წუთი, 14 ქულა (7-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 დაფარება. გოგას გუნდში ყველაზე მეტი გერმანელმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო – 31 ქულა.

25 მოგებითა და 7 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს 7 თებერვალს „დენვერთან“ სტუმრად გამართავს.