ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

გუშინ სასოფლო უნივერსიტეტის დარბაზში გამართულმა მატჩებმა საბოლოოდ გაარკვია ის ოთხეული, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.
აქამდე ცნობილი იყო 3 გუნდის ვინაობა, ხოლო გუშინ „რუსთავმა“ 1993–წლამდელთა ნაკრები დაამარცხა და მეოთხედფინალური კვარტეტი შეკრა.რუსთაველებს დარჩენილი აქვთ ერთი მატჩი ბოლო ტურებამდე მდევარ 1 ექსპერიმენტული სკოლის გუნდთან, თუმც გუშინდელმა გამარჯვებამ სკოლელებთან შეხვედრას აზრი დაუკარგა. სერგო იშხნელის „1–მა ექსპერიმენტალურმა“ რომც დაამარცხოს „რუსთავი“, ქულებით ვეღარ გადაასწრებს.გასარკვევი დარჩა ერთად–ერთი რამ: თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. ამის გაკეთება ალბათ ყველას უნდა, რადგან პირველ ადგილზე გასულს ნახევარფინალში შედეგებიდან გამომდინარე შედარებით სუსტი მეტოქე, „რუსთავი“ ელის.პირველობა თითქმის განაღდებული ჰქონდა „დინამოს“, მაგრამ გუშინ პლეი ოფს მიღმა დარჩენილ „მართვე–2“–თან წააგო და ახლა სხვა გუნდებზეა დამოკიდებული. მართველებზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ თუკი ასე კარგად შეეძლოთ თამაში, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, პლეი ოფში რომ ვერ გავიდნენ. გუშინ კახა შენგელიამ „მართვე–2“ 6 კაცით გაიყვანა პოტენციურ ლიდერ „დინამოსთან“ სათამაშოდ და მათგან ერთ–ერთი პირველივე ტაიმში გაუვარდა 5 პერსონალურის გამო. სამმა კალათბურთელმა შეუცვლელად და საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაა – გიორგი გლოველმა, ბექა ჭიჭვეიშვილმა, აკაკი ლომოურმა, ლუკა მინაშვილმა და გიორგი ბაშარულმა შანსი არ მისცეს დინამოელებს, რომ მათთვის ესეთი მნიშვნელოვანი თამაში მოეგოთ. დღეს აკადემიის დარბაზში „აკადემია“ და „ენერჯი“ თამაშობენ და ამ მატჩში გაირკვევა, თუ ვინ დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „აკადემიას“ პირველობის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, რადგან რომც მოიგოს, „დინამოს“ პირად შეხვედრებში ჩამორჩება.