პაატა გურასპაულის პრესკონფერენცია ევროპის U20 ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით

პაატა გურასპაულის პრესკონფერენცია ევროპის U20 ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. ეს ამბავი გასულ უქმეებზე, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებს ოფიციალურად გააცნო ფიბა-ევროპის გადაწყვეტილება და ჟურნალისტების დასმულ კითხვებსაც უპასუხა. 

თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.