“პატრიოტი ქომაგი 2011” – ასე ეწოდება ახალ ვადიან ანაბარს, რომელიც “ლიბერთი ბანკმა” თავიანთ კლიენტებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მხარდასაჭერად შესთავაზა. ქართველი კალათბურთელები 31 აგვისტოდან ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ და რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებენ, მით მეტი სარგებელი დაერიცხება თითოეულ გახსნილ ანაბარს. “პატრიოტი ქომაგი 2011”-ის წლიური სარგებელი 14 პროცენტია, რომელიც ჩვენი ნაკრების ყოველი მოგების შემთხვევაში ორ-ორი პროცენტით გაიზრდება. ამავდროულად, “ლიბერთი ბანკი” თავის ხარჯით, ოღონდ ქართველი ქომაგების სახელით კალათბურთელთა ნაკრებისთვის საპრიზო ფონდს აწესებს. ეროვნული გუნდი ანაბარ “ქომაგი 2011”-ზე შესული საერთო თანხის იმდენ პროცენტს მიიღებს, რამდენი თამაშის მოგებასაც შესძლებს ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენს კალათბურთლებს ლიტვაში მინიმუმ 5 მატჩის გამართვა მოუწევთ. პირველ ჯგუფურ ეტაპზე ქართველების მეტოქეები სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთის და უკრაინის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
ახალი ანაბრის პრეზენტაცია დღეს ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში გაიმართა, რომელსაც ბანკის პრეზიდენტ ლადო გურგენიძესთან ერთად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, ვეტერანი კალათბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი და ეროვნული ნაკრების წევრები – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მიხეილ ბერიშვილი დაესწრნენ.
ბესიკ ლიპარტელიანი, ლადო გურგენიძე, ნიკა ცქიტიშვილი
“ლიბერთი ბანკის” ოფიციალური პრეს–რელიზი
“ლიბერთი ბანკმა” ბაზარს კიდევ ერთი “პატრიოტი ქომაგი 2011” შესთავაზა, რომლის სარგებელი კალათბურთის ეროვნული ნაკრების წარმატების შესაბამისად გაიზრდება.
პატრიოტი ქომაგი 2011 “ლიბერთი ბანკის” თვისობრივად ახალი ვადიანი ანაბარია ლარში, რომელიც ბანკმა 2011 წლის 14 აპრილიდან დანერგა წლიური 14%-იანი საბაზისო განაკვეთით და რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატების შესაბამისად სარგებლის ზრდის შესაძლებლობით. დღეიდან, ლიბერთი ბანკში, ასევე შესაძლებელია პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის გახსნა, რომლის საბაზისო განაკვეთი ასევე 14%-ია და სარგებელი იმავე პრინციპით, ნაკრების წარმატების შესაბამისად გაიზრდება. ამგვარად, რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება ყოველ გახსნილ ანაბარს. კალათბურთის შემთხვევაში ანაბრის მაქსიმალურმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შესაძლოა 24% შეადგინოს. კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ლიტვაში 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით. ანაბარს პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთი ვადა ეწურება 2012 წლის 18 სექტემბერს (12 თვეში ევროპის ჩემპიონატის ფინალის დღიდან). კალათბურთელების წარმატების შესაბამისად წლიური საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდა ჯგუფში ერთი მოგების შემთხვევაში – საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +2% ჯამში წლიური 16% ჯგუფში ორი მოგების შემთხვევაში – საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +4% ჯამში წლიური 18% ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში – საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +6% ჯამში წლიური 20% ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში – საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +10% ჯამში წლიური 24%
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. “ლიბერთი ბანკი” საკუთარი ხარჯით, მეანაბრეთა სახელით საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცემს პრემიას და ამით დაუფასებს მათ წარმატებას. პრემიის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს ჯამში გახსნილი პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის პორტფელის 4.5%-ს. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა. პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის გახსნა შესაძლებელია მინიმუმ 200 ლარით. მისი გახსნა და მომსახურება უფასოა. გახსნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აგვისტო.
ნიკა ცქიტიშვილი:
„ჩვენს ნაკრებს ისედაც საკმაოდ მოტივირებული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელის დასაცავად მივდივართ, თუმცა „ლიბერთი ბანკის“ ეს ნაბიჯი დამატებით სტიმულ გვაძლევს, რაც ყოველი მოთამაშის ბრძოლისუნარიანობას კიდევ უფრო აამაღლებს”.
ბესიკ ლიპარტელიანი:
„დიდი მადლობა „ლიბერთი ბანკს“ მხარდაჭერისთვის. ეს არის დამატებითი სტიმული, რათა ჩვენმა ბიჭებმა უფრო მეტი შემართებით ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე. სპორტულთან ერთად კალათბურთელებს ფინანსური დაინტერესებაც ექნებათ. იმედი მაქვს, ჩვენი ნაკრების მხარდამჭერები ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკის“ ამ ახალი შეთავაზებით“.
ლადო გურგენიძე:
„საქართველოს ჰყავს რამდენიმე სპორტული ნაკრები, რომელთაგან საკალათბურთო ერთ–ერთი ყველაზე მთავარი და პრიორიტეტულია. კალათბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თითოეულ მოგებულ შეხვედრისთვის ჩვენ ვუწესებთ პრემიებს. გასულ პარასკევს ჩვენ გავხსენით ანალოგიური ანაბარი რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად. ორივე ნაკრებს წლეულს ძალიან სერიოზული მატჩები ელის და ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად მხარში დავუდეთ“.