ფაჩულია 2013 წლის პირველ დღეს: მოგება და ორმაგი დუბლი

ფაჩულია 2013 წლის პირველ დღეს: მოგება და ორმაგი დუბლი

2013 წლის პირველსავე დღეს ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა. „ატლანტა ჰოუქსმა“ ნიუ ორლეანში მასპინძელთა გუნდი 9 ქულის სხვაობით – 95:86 დაამარცხა და ქართველი კალათბურთელი ერთ–ერთი გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ბევრი არ უთამაშია, მან ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.
 
ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 19,58 წუთი ითამაშა. ქართელმა კალათბურთლმა ნიუორლეანელების ფარს თამაშიდან 8–ჯერ შეუტია და 5 ჩააგდო, რასაც 2–დან 2 საჯარიმო მოაყოლა და მისმა მონაგარმა 12 ქულა შეადგინა. ფაჩულია კარგად გაისარჯა ფარქვეშაც და 10 მოხსნა მოაგროვა. ორმაგ დუბლთან ერთდ ზაზას 1 დაფარებაც ჰქონდა.
 
ატლანტელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა ჯოშ სმიტმაც, რომელმაც 23 ქულითა და 13 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ალ ჰორფორდის ანგარიშზე 20 ქულა და 3 მოხსნა–პასი დაგროვდა.
 
ატლანტელებს 20 მოგება და 10 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონდეფენციაში მესამე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 4 იანვარს, დეტროიტში გამართავს.