ფაჩულია “ატლანტას” ინდიანაში 5 ქულით შეეშველა

ფაჩულია “ატლანტას” ინდიანაში 5 ქულით შეეშველა

ატლანტელები ნელ–ნელა გამოდიან კრიზისიდან. სეზონის შესანიშნავად, მიჯრით 6 გამარჯვებით დაწყების შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა 5–დან 4 თამაში წააგო. და აი, „ატლანტას“ მორიგი გამარჯვება, რომელიც „ქორებმა“ სტუმრად „ინდიანასთან“ მოიპოვეს – 102:92.
 
ამ წაგებების ფონზე შედარებით დაეცა ზაზა ფაჩულიას შედეგიანობაც. ბუნებრივია, როცა გუნდი იგებდა, მწვრთნელს სათადარიგოებით ლავირების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო წაგებულმა თამაშებმა უარყოფითად იმოქმედა ქართველი ცენტრის სტატისტიკაზე.
 
„ინდიანაში“ ზაზამ 12 წუთი ითამაშა და 5 ქულის მოგროვებაც შესძლო. მან 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2–დან 1 საჯარიმო მოაყოლა. ფაჩულიას ანგარიშზე იყო 1 მოსხნა და ამდენივე დაფარება. ატლანტელებს კი ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 7 დაფარება მოაგროვა.
 
ატლანტელები ახლა ცოტას დაისვენებენ და მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს შინ, „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავენ. ფაჩულიას გუნდი წაგებების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–4 ადგილზე ჩამოქვეითდა.
 

ზაზა ფაჩულია და ინდიანელი როი ჰიბერტი