ფაჩულია გამოკითხვაში ბოგუტს უსწრებს

ფაჩულია გამოკითხვაში ბოგუტს უსწრებს

გრძელდება “ყველა ვარსკვლავის” შეხვედრის გამოკითხვა, რომლემაც ამ გრანდიოზული მატჩის სასტარტოს მონაწილეები უნდა გამოავლინოს. ანკეტების მეორედ დათვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ზაზა ფაჩულია 99 467 ხმით აღმოსავლეთის ცენტრებში მეხუთე ადგილზეა, რაც ზაზასთვის დებიუტანტობის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგია. ფაჩულია ისეთ ძლიერ კონკურენტებს უსწრებს, როგორებიც ენდრიუ ბოგუტი, ჟიდრუნას ილგაუსკასი და ნენად კრსტიჩი არიან.