ფაჩულია ისევ ტრავმირებულია, შენგელია ისევ – სათადარიგო

ფაჩულია ისევ ტრავმირებულია, შენგელია ისევ – სათადარიგო

ზაზა ფაჩულიას ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ „ატლანტას“ ქართველმა ცენტრმა ზედიზედ მე-5 მატჩი გამოტოვა. „ჰოუქსმა“ მორიგი მატჩი მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ, სტუმრად გამართა და ვერაფერი გააწყო. ფაჩულიას გარეშე მოთამაშე „ატლანტა“ „მაიამიმ“ 98:81 დაამარცხა.
 

 
რაც შეეხება შენგელიას, მისმა „ბრუკლინმა“ „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და ბოლო მეოთხედამდე ვერაფერი მოუხერხა. ნიუორლეანელებმა მესამე მეოთხედი 30:23 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ბრუკლინელებს 2 ქულით მიუახლოვდნენ. მაგრამ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ნიუორლეანელთა წინააღმდეგობის გატეხვა და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 108:98 გაიმარჯვეს.
 
თორნიკე შენგელიას, ჯერი სტეკჰაუსს და ტრანსფერზე დაყენებულ კრის ჰამფრის არ უთამაშიათ. ახალბედა ტაიშონ ტეილორმა მოედანზე 4 უნაყოფო წუთი გაატარა, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა ბრუკლინელებს 2 ქულა შესძინა.
 
ბრუკლინელებს 38 მოგების წილ 27 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე არიან. „ატლანტას“ მოგებ-წაგებათა შეფარდებაა 34-29 და ფაჩულიას გუნდი კვლავ მე-7 ადგილზეა. „ჰოუქსი“ 13 მარტს „ლეიკერსს“ უმასპინძლებენ, ხოლო „ბრუკლინი“ 5 დღე დაისვენებს და 17-ში სწორედ ფაჩულიას “ატლანტას“ დაუპირისპირდება.