ფაჩულია ხუთეულს იმსახურებს

ფაჩულია ხუთეულს იმსახურებს

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება საკრამენტოში მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა მასპინძელი „მეფეები“ 108:102 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა იმ გამოყოფილ დროში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, საკმაოდ კარგად ითამაშა.
 
ფაჩულია ისევ ვერ ვიხილეთ ხუთეულში. ძირითადში თამაში კვლავ ჯეისონ კოლინსმა დაიწყო, თუმცა ამ უხეირო კალათბურთელს მოედანზე 15 წუთზე მეტი არ გაუტარებია. ზაზა ფაჩულიამ მასზე მეტი – 18 წუთი ითამაშა და გაცილებით შედეგიანიც გახლდათ.
 
კოლინსმა 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, ფაჩულიამ კი შეხვედრა 6 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. ზაზას არც ერთი სროლა არ აუცილებია. მან 2–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საერთიდაც, სათადარიგოებმა კარგად ითამაშეს – მატჩის საუკეთესო შედეგი ატლანტელ ჯამალ კროუფორდს ჰქონდა, რომელმაც 31 ქულა და 7 პასი მოინაგრა.
 
„ატლანტას“ ახლა 23 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5 ადგილზეა გამაგრებული. მომდევნო შეხვედრა „ქორებს“ დღეს იუტაში აქვთ.