ფაჩულია ხუთეულში, შენგელია – განაცხადს მიღმა

ფაჩულია ხუთეულში, შენგელია – განაცხადს მიღმა

თორნიკე შენგელია ისევ განაცხადს მიღმაა, ზაზა ფაჩულია კი სასტარტო ხუთეულში აგრძელებს თამაშს. დღეს, გამთენიისას, ორივე ქართველის გუნდმა იმარჯვა. თანაც ორივემ საკმაოდ სერიოზული მეტოქე დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ მძლავრი, თუმცა ტრავმებით გატანჯულ „მინესოტას“ 104:96 მოუგო, თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“ კი „ნიუ იორკი“ ამ უკანასკნელის შინაურ არენა „მედისონ სკვერ გარდენში“ დაამარცხა – 88:85.
 

ჯეი ჯეი ბარეა და ზაზა ფაჩულია
 
მე-6 მატჩია, შენგელია ბრუკლინელთა განაცხადში ვერ ხვდება. ფაჩულიამ კი ხუთეულში, თუმც მხოლოდ 15 წუთი ითამაშა და 2 ქულას დასჯერდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ქართველმა ცენტრმა მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა. ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ შეუტია მინესოტელთა ფარს და ისიც შედეგიანად. 2 ქულასთან ერთად ზაზას 3 პასი ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
 
23 მოგებითა და 18 წაგებით ატლანტელები აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე რჩებიან, ხოლო „ბრუკლინმა“ „ჩიკაგოს“ გადაასწრო და მე-4 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ორივე ქართველის გუნდი 23 იანვარს გამართავს. „ბრუკლინი“ მინესოტაში ითამაშებს, ხოლო „ატლანტა“ შარლოტში „ბობქეთსს“ დაუპირისპირდება.