ფაჩულია ნბა-ს ჯანმრთელობის პროგრამით იოგას ცენტრს ესტუმრა

ფაჩულია ნბა-ს ჯანმრთელობის პროგრამით იოგას ცენტრს ესტუმრა

ზაზა ფაჩულია თანაგუნდელ ივან ჯონსონთან ერთად იოგას კლასს სტუმრობდა, სადაც პროგრამა С.H.O.I.C.E.S-ს ბავშვებთან ერთად ნბა-ს პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახლა ჯანმრთელობის კვირეული მიმდინარეობს პროგრამული სახელწოდებით – NBA Fit Live Healthy Week. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა ატლანტის იოგის ცენტრმა ჯანმრთელობამოკლებულ ბავშვებს, ვისთან ერთადაც იოგას კურსი ცნობილმა კალათბურთელებმა გაიარეს. გაკვეთილმა ხალისიანად და პროდუქტიულად ჩაიარა, ბავშვებს ერთობ გაუხარდათ „ატლანტა ჰოუქსის“ კალათბურთელებთან ერთად გავარჯიშება.