ფაჩულია ფარზე ბატონობას არავის უთმობს

ფაჩულია ფარზე ბატონობას არავის უთმობს

ოთხდღიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა კვლავ ითამაშა. როგორც ჩანს, ატლანტელებს დასვენება ძალიან წაადგათ – „ჰოუქსმა“ მეტოქე „შარლოტს“ შანსი არ დაუტოვა და საკუთარ, „ფილიპს არენაზე’ 120:93 გაანადგურა.
ყველაფერი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულის სხვაობით მოიგეს. დარჩენილ დროში ატლანტელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე სეზონში 32-ე გამარჯვებამდე. ფაჩულია კვლავ საუკეთესო მეფარე გახდა. მოედანზე მყოფთაგან ქართველი კალათბურთელი იყო ერთადერთი, რომელმაც ათმოხსნიანი ზღვარი დაძლია. ზაზას ანგარიშზე 11 მოხსნა გახლდათ.

ფაჩულია შარლოტელებს ბურთს არ უთმობდა
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში  ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. საერთოდ, ატლანტელებში სათამაშო დრო დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა. არც ერთ კალათბურთელს 30 წუთი არ უთამაშია. ხუთეულის წევრების სათამაშო დრო 23-დან 29 წუთამდე განისაზღვრა.
11 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულინი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელებს კვლავ ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
32 მოგების წილ ატლანტელებს 23 არცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთში კვლავ მე-6 პოზიციაზე არიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 7 აპრილს, საკუთარ მოედანზე, „დეტროიტთან“ გამართავს.