ფაჩულიამ “ატლანტას” გამარჯვებაში 6 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა

ფაჩულიამ “ატლანტას” გამარჯვებაში 6 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში უშუალო კონკურენტი, „ჩიკაგო ბულსი“ დაამარცხდა. შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა ატლანტაში და მასპინძლეთა გამარჯვებით – 109:94 დასრულდა.
ატლანტელებმა იმდენად კარგად ითამაშეს მატჩის საწყის სამ პერიოდში, რომ ბოლო მეოთხედის 8 ქულით წაგების მიუხედავად მაინც დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს. გაქანება არ მისცეს ჩიკაგოს სუპერვარსკვლავ დერიკ როუზს, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით, 6 პასით და 5 დაკარგვით დაასრულა.
ჩინებულად გაისარჯნენ ატლანტელთა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები – ჯოშ სმიტი, ჯო ჯონსონი, ალ ჰორქორდი, ჯეფ ტიგი. დიდი სამსახური გაუწია ატლანტელებს სათადარიგო ვლადიმირ რადმანოვიჩმა, რომელმაც ჩიკაგოელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა საბოლოოდ 17 ქულით დაასრულა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულიამ ბოლო მატჩებთან შედარებით მოედანზე მეტი დრო გაატარა. 20 წუთში ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 5 ორქულიანიდან 3 გამოიყენა, საჯარიმო კი არ უსვრია.
6 გამარჯვებითა და 3 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთის ცხრილში 1 საფეხურით აიწია და ახლა მე–5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ქორები“ ნიუ ჯერსიში, „ნეთსთან“, 10 იანვრის გამთენიისას გამართავენ.