ფაჩულიამ ატლანტას მოაგებინა

ზაზა ფაჩულიამ ძირითადის დასრულებამდე 2 წამით ადრე 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა და მისმა გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, დაამარცხა რა “ბოსტონი” 100:96. ზაზა მარცხენა კოჭის ტრავმის მერე ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა სათადარიგოს კვალობაზე ძალიან იაქტიურა და შეხვედრა 12 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. “ატლანტას” 35 მატჩის მერე 12 მოგება და 23 წაგება დაუგროვდა.
ატლანტა-ბოსტონი 100:9622:15, 25:25, 29:26, 24:30