ფაჩულიამ “ატლანტას” ტორონტოში 10 ქულა და 6 მოხსნა შესძინა

ფაჩულიამ “ატლანტას” ტორონტოში 10 ქულა და 6 მოხსნა შესძინა

100:77 – ამ ანგარიშით გაანადგურა გასვლითი ტურნეში მყოფმა „ატლანტამ“ „ტორონტო“. ამით ზაზა ფაჩულიას გუნდმა დაასრულა 5–მატჩიანი გასვლითი ტურნე, საიდანაც 4 შეხვედრა მოიგო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:23 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და მისი მონაგარიც ეს იყო – 10 ქულა. ამის გარდა ზაზამ 6 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა.
ატლანტელებს ჯო ჯონსონმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. რაც შეეხებათ ტორონტოელებს, მათმა ბომბარდირმა მხოლოდ 14 ქულა მიითვალა.
„ატლანტა ჰოუქსს“ 16 მოგება და 6 მარცხი აქვთ. ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა. მომდევნო შეხვედრას „ქორები“ ატლანტაში 3 იანვარს, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავენ.

ბრძოლა ბურთისთვის: ხოსე კალდერონი და ზაზა ფაჩულია