ფაჩულიამ “ატლანტაში” პირველი საგამოფენო მატჩი გამართა

ფაჩულიამ “ატლანტაში” პირველი საგამოფენო მატჩი გამართა

ზაზა ფაჩულიამ „ატლანტა ჰოუქსში“ ითამაშა. ლოკაუტის გამო ნბა–ში სეზონი გვიან, 25 დეკემბერს იწყება, მანამდე კი გუნდები სრული შემადგენლობით ერთმანეთში საგამოფენო მატჩებს თამაშობენ. ატლანტელებმა პირველი შეხვედრა შარლოტში „ბობქეთსთან“ გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 77:79 დამარცხდნენ.
 
ზაზა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 18 წუთი ითამაშა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 7–დან 2 ორქულიანი და 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
 
ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტმა აჩვენა, რომელმაც 19 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მორიგ საგამოფენო შეხვედრას „ჰოუქსი“ 22 დეკემბერს კვლავ „შარლოტთან“, ამჯერად საკუთარ არენაზე გამართავს. 27 დეკემბრიდან კი ფაჩულიას გუნდი რეგულარულ სეზონში ნიუ ჯერსიში გასამართი მატჩით ჩაებმება. ჩაებმება.