ფაჩულიამ ბოლო საგამოფენო მატჩში 8 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა

ფაჩულიამ ბოლო საგამოფენო მატჩში 8 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მეორე საგამოფენო მატჩში „შარლოტს“ რევანში აუღო. 3 დღის წინ ატლანტელებმა „ბობქეთსთან“ სტუმრად 2 ქულით წააგეს, თუმცა დღეს, გამთენიისას, შინაურ „ფილიპს არენაზე“ მაიკლ ჯორდანის გუნდს დამაჯერებელი რევანში აუღეს – 92:75.
წინა მატჩის მსგავსად ზაზა ფაჩულიამ ამჯერადაც 8 ქულა მოაგროვა. ზოგადად კი, წუხანდელ შეხვედრაში ქართველი ცენტრი უფრო სარგებლიანი იყო. სულ რაღაც 12:55 წუთში ფაჩულიამ 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 4 ორქულიანიდან 3 ჩააგდო და ორივე საჯარიმო გამოიყენა.
ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი კვლავ ჯოშ სმიტს ჰქონდა, რომელმაც შეხვედრა 21 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. ფაჩულიას გუნდმა ამით დაასრულა მოსამზადებელი მატჩები და 28 დეკემბერს, თბილისში რომ შუაღამე იქნება, ნიუ ჯერსიში 2011-12 წლების სეზონის პირველ მატჩს გამართავს.

ზაზა ფაჩულია დიჯეი აუგუსტინის შეჩერებას ცდილობს