ფაჩულიამ და ჰოქსმა მეორე მატჩიც მოიგეს

ამერიკაში გრძელდება წინასაზეზონო შეხვედრები. ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” დამატებით დროში “მაიამი ჰიტი” დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი მოედანზე 19 წუთს იმყოფებოდა და ამ დროში თავი 8 ქულით, 5 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოჩინა.
აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას თავიდან შაკილ ონილის წინააღმდეგ თამაში მოუხდა. ფლორიდელთა ცენტრმა საბოლოოდ, მატჩი 15 წუთში 10 ქილითა და 1 მოხსნით დაასრულა.
შეხვედრის სრულ სტატისტიკას აქ იხილავთ.წუთობრივ ქრონომეტრაჟს აქ გაეცნობით.