ფაჩულიამ ჯეისონ კოლიეს მემორიალური თასი დაიმსახურა

ფაჩულიამ ჯეისონ კოლიეს მემორიალური თასი დაიმსახურა

როგორც ჩანს, ზაზა ფაჩულია რეგულარულ სეზონში აღარ ითამაშებს. ისე კი, მის დასრულებამდე ბევრიც არაფერი – მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა. „ატლანტას“ მწვრთნელი ლარი დრიუ კი ამბობს, რომ ფაჩულიას სტატუსი „დღე–დღეზეა“, თუმცა ქართველ ცენტრს აგერ უკვე მეექვსე მატჩია, აღარ უთამაშია.
 
დღეს, გამთენიისას ატლანტელებმა დასავლეთის ერთ–ერთი მძლავრი გუნდი – „კლიპერსი“ 109:102 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ატლანტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი გაინაღდა, თუმცა ეს არც ისე კარგია, რადგან ფაჩულიას გუნდი პლეი ოფში „ბოსტონს“ ხვდება და მოედნის უპირატესობა „მწვანეებს“ აქვთ. 
 
მატჩის დაწყებამდე ზაზა ფაჩულიას ჯეისონ კოლიეს სახელობის მემორიალური თასი გადასცეს, რომელიც 2006 წლის შემდეგ ყოველ სეზონში თამაშდება. ჯეისონ კოლიე ატლანტელთა ცენტრალური თავდამსხმელი იყო და 2006 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.