ფაჩულიამ კინაღამ ორმაგი დუბლი დააგროვა

ზაზა ფაჩულიამ მორიგ შეხვედრაში კინაღამ ორმაგი დუბლი გააკეთა. საქართველოს ნაკრების წევრმა “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და აღმოსავლეითს მოქმედმა ფინალსიტმა “ატლანტას” 103:97 მოუგო.ფაჩულიამ ძალიან კარგად ჩაატარა პირველი მეოთხედი და 10 წუთში მის ანგარიშზე უკვე 7 ქულა იყო. მისმა ოპონენტმა ნაზრ მოჰამედმა კი 16 წუთში 6 ფოლი მიიღო.რეგულარულის დაწყებიდან ზაზა ერთ შეხვედრაში საშუალოდ 15.0 ქულას, 6.9 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს. “ატლანტას” 9 მატჩის მერე 4 გამარჯვება აქვს აქტივში.