ფაჩულიამ ლიგის ლიდერთან ორმაგი დუბლი მოაგროვა

ფაჩულიამ ლიგის ლიდერთან ორმაგი დუბლი მოაგროვა

ზაზა ფაჩულიას მოროგი ორმაგი დუბლი და დამარცხებული ლიგის ლიდერი. „ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს, გამთენიისას დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო წარმომადგენელი, მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე „ოკლაჰომა“ თავის კევინ დურანტითა და რასელ ვ ესტბრუკიანად დაამარცხა. ქართველი ცენტრისა და დანარჩენი ატლანტელების ჩაუქობით „ქორებმა“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს.
საბოლოო შედეგი 97:90 დაფიქსირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ატლანტელები მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა არასაიმედოდ. „ოკლაჰომა“ მცირედით ჩამორჩებოდა და შტურმისთვის ნიადაგს ამზადებდა. ბოლო მეოთხედში გამოჩენილი შეუპოვრობის წყალობით ატლანტელებმა საწადელს მიაღწიეს.

ფაჩულია ჯეიმს ჰარდენს ფარისკენ არ უშვებს
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 41 წუთს ითამაშა. უოვერტაიმო მატჩში ზაზას მიმდინარე სეზონში ასე დიდ ხანს არ უთამაშია. ქართველმა ცენტრმა 11 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა დააგროვა. ამას გარდა ზაზა ფარქვეშ კარგად გაისარჯა და 14 ქულა მოაგროვა. ორმაგ დუბლას ფაჩულიამ 2 პასი და 1 ჩაჭრაც შემატა. ორმაგი დუბლი ამ შეხვედრაში კიდევ ერთ მოთამაშეს – ატლანტელთა ლიდერ ჯოშ სმიტს ჰქონდა: 30 ქულა, 12 მოხსნა. მოპოვებული გამარჯვებით კევინ დურანტის 35 და რასელ ვესტბრუკის 25 ქულას ატლანტელებმა სიკაშკაშე დაუკარგეს.
22 მოგებითა და 15 წაგებით „ატლანტა“ აღმოსავლეთის ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში, 6 მარტს, „ქორები“ „ინდიანას“ სტუმრად გაეჯიბრებიან.