ფაჩულიამ “მაიამისთან” 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

ფაჩულიამ “მაიამისთან” 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიამ 2 დღის წინ სეზონის საუკეთესო მატჩში ითამაშა – „დენვერთან“ 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. დღეს გამთენიისას „ატლანტამ“ „მაიამის“ უმასპინძლა და 85:109 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი შეხვედრა 6 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.
 
ატლანტელთა ხუთეულში ნომინალურ ცენტრ ალ ჰორფორდთან ერთად ჯეისონ კოლინსმა ითამაშა, თუმც უხეირობის გამო იგი მოედანზე მხოლოდ 11 წუთს გააჩერა მწვრთნელმა. ფაჩულიამ მთლიანობაში 23 წუთი ითამაშა და 3–დან 1 ოქრულიანი მიითვალა, საჯარიმოს ხაზიდან კი 4–დან ოთხივე სროლა გამოიყენა. ზაზას 1 დაფარებაც მოუგროვდა.
 
მაიამელებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, რომ ატლანტელებს წარმატების მინიმალური შანსიც არ ჰქონიათ. ლებრონ ჯეიმსმა მასპინძლებს 43 ქულა ჩააგდო, მისი შემჩერებელი ატლანტელთაგან ვერავინ მოინახა.
 
39 მოგებითა და 30 მარცხით ატლანტელები აღმოსავლეთში კვლავ მე–5 ადგილზე არიან. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 20 მარტს, შინ „დეტროიტთან“ გამართავს.
 

კრის ბოში და ზაზა ფაჩულია