ფაჩულიამ მე-12 გამოტოვა, “ატლანტამ” კი ჩამორჩენა შეამცირა

ფაჩულიამ მე-12 გამოტოვა, “ატლანტამ” კი ჩამორჩენა შეამცირა

არ გამართლდა ექიმების ვარაუდი. „ატლანტა“-„ბოსტონის“ სერიის მეხუთე მატჩიც გაიმართა, მაგრამ ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. ქართველი ცენტრის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რამაც ზაზას უკვე მე-12 მატჩი გამოატოვებინა.
ატლანტელებმა სერიის ეს მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით მოიგეს –  87:86. მთელი ძალით ათამაშდა ალ ჰორფორდი, რომელიც წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი.
ატლანტელებმა ამ მატჩის მოგებით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 2:3. მომდევნო შეხვედრა 11 მაისს ბოსტონში გაიმართება და აი, იქ მართებთ ატლანტელებს სიყოჩაღე. თუ წააგებენ, მათთვის სეზონი მთავრდება, მოიგებენ და სერიის გადამწყვეტ, მე-7 შეხვედრას უმასპინძლებენ.

ალ ჰორჰორდი ჩვეულ ფორმაშია